|
2020-11-10 12:27:43, 777 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - არავის მივცემთ უფლებას თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნების შედეგებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის დიალოგისთვის. „ცესკომ სრული წესების დაცვით, ოპოზიციისა და დამკვირვებლების ჩართულობით გადათვალა ის უბნები, სადაც იყო კითხვის ნიშნები. უნდა აღინიშნოს, რომ ეუთომ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ეს არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის პირობებში, ეს არ იყო ადვილი, თუმცა საქართველომ შესძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურებისთვის, ვემზადებით ასევე ახალი პარლამენტის მუშაობისთვის, რომელიც იქნება უფრო პლურალისტური. ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენ მზად ვართ საუბრისთვისა და მუშაობისთვის. თუ ამის შესახებ ვინმეს სჭირდება მოწოდება, ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით მათი დესტრუქციული ნაწილი. ისინი დიალოგის ნაცვლად სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმით სცადეს მიეღწიათ მიზანს, თუმცა სამართალდამცავებმა დიდი მოთმინებითა და კანონის სრული დაცვით უპასუხეს ამ გამოწვევას. ჩვენ არვის მივცემთ უფლებას თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)