02:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 12:25:35, 1802 ნახვა

ომი უკრაინაში
ცესკო-ს ინფორმაციით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობდა. საარჩევნო საკითხებზე მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და 14 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას. ავთანდილ ოსეფაიშვილის პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება სამაგალითო იყო მისი კოლეგებისთვის.

ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 ოქტომბერს შეიყვანეს და დაავადების სიმძიმის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია უსამძიმრებს ავთანდილ ოსეფაიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, – აცხადებენ ცესკო-ში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics