|
2020-11-09 21:55:12, 652 ნახვა
კომენტარი
ვაჟა სირაძე - მიიტანონ ელექტროსაშუალებები და გათბნენ, შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციელებს აქვთ გამოცდილება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული როგორც ძალადობის საგანი. მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელს უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. "კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არა ერთი გამოცდილება გვქვს თითოეულ პოლიციელს, რომ არა ერთხელ შეშა გამოყენებული იქნა როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგო, რომელიც დააზიანებს ადამიანის ჯანმრთელობა, პოლიციას უფლება აქვს შეზღუდოს ამ ნივთის შეტანა. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ შეუძლიათ მიიტანონ ელექტროსაშუალებები და გათბნენ,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)