|
2020-11-09 21:03:47, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა კოვიდ19-ის ვაქცინამ 90%-იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა
ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა. როგორც კომპანია Pfizer-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლუა აცხადებს, კოვიდ19-ის ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზის პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ აღნიშნული ვაქცინა კოვიდ19-ის პრევენციას ახდენს. ამასთანავე, ის აცხადებს, რომ ათასობით ადამიანში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ დამატებით მონაცემებს უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ. ამავე კომპანიების განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი აღნიშნულ მაჩვენებელს გაზრდიან 1,3 მილიარდამდე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)