|
2015-09-23 21:01:04, 488 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა
ეროვნული უშიშროების საბჭოზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად, სახელმწიფოში არ არსებობს,“ – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას: საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არ დასწრებამ, ხომ არ შექმნა პრობლემა კვორუმთან დაკავშირებით. პრეზიდენტის შეფასებით, საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის საშური საქმეა. „ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ამ საკითხების განხილვისთვის ეს არის ყველაზე მაღალი ფორმატი, სადაც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და საკანონმდებლოც. სულ ახლახანს ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ფორმატის უაღრესად პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, უფრო მეტი წევრი შევიყვანეთ ამ საბჭოში. შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს. ამ საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშური საქმეა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწერებია.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)