|
2020-11-08 20:26:44, 594 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა ცესკო-ზე: ქაჯეთის ციხე სიმბოლურად აგურ-აგურ უნდა დაიშალოს
იმ 90 პატიოსან გვამს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჰქვიათ, პარლამენტის შენობაში შესვლამდე ცოცხალი ადამიანების გადაბიჯება მოუწევთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია იქნება მტკიცე და ხმების ქურდობა არავის შერჩება. „არავის არ უნდა შერჩეს ხმების ქურდობა. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და დაუღალავი. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება საჭირო, რომ ის ქაჯეთის ციხე, დიდ სიყალბის ციხე უნდა აგურ-აგურ სიმბოლურად დაიშალოს. ქვეყანაში აღარასდროს აღარავის არ უნდა ჰქონდეს ცდუნება მოიპაროს ის, რაც ყველაზე სანუკვარია. ჩვენი გეგმა ასეთია - ჩვენ ვიქნებით ცესკოსთან მანამ, სანამ არ გადადგება ჟვანია და მთელი შემადგენლობა. ამავე დროს, ვნახავთ როგორ ჩაატერებთ მეორე ტურებს, როდესაც ხალხი გამოვა პროსპექტებზე და იტყვის არას. ვნახავთ როგორ დაწერს შემაჯამებელ ოქმს ქალბატონი ჟვანია. ბოლოს, ვნახავთ აქ 90 პატიოსან გვამს „ქართული ოცნების“ დეპუტატები რომ ჰქვია, როგორ შევლენ ამ შენობაში. თუ შევლენ, მოუწევთ ცოცხალი ადამიანების გადაბიჯება, მოუწევთ ცოცხალი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, მოუწევთ საკუთარი ქვეყნისთვის თვალებში ჩახედვა. ვნახავთ როგორ შევლენ ამ შენობაში, რადგან ქართველი ხალხი არ მიიღებს ამ სიყალბეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)