2020-11-08 13:47:44, 808 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევი იუწყება, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლდა
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ.
"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
სომხური მედიის ცნობით, ბრძოლა ქალაქ შუშასთან გრძელდება. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტში განგაშის ხმა რამდენჯერმე გაისმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან