|
2015-09-23 18:54:28, 613 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები იყო. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტი ,,საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისასთვის“, რომლის განსახორციელბლად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და ქვეყანაში ინოვაციებისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, რეგიონის მასშტაბით მომავლის სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, ასევე, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა. პროექტის უშუალო განმახორციელებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)