|
2015-09-23 18:43:24, 493 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხზე ტრენინგი ჩატარდება
24-25 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ტარდება ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. 2014 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, რომლის მიხედვით ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე პროფესიონალების შესაბამის განათლებას, რათა, უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იწყებს მოსამართლეთა კორპუსისთვის ტრენინგების განხორციელებას თემაზე, რომელიც სახელმწიფო მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეთა კორპუსს მიეწოდება სიღრმისეული ინფორმაცია იმ შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მყარ გარანტიებს. ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნოთ პრაქტიკულ მაგალითებს და იმ ხარვეზებს ან წინაღობებს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან საკუთარ უფლებათა რეალიზების დროს. იუსტიციის უმაღლესი სკოლა გეგმავს აღნიშნული თემაზე ტრენინგის, როგორც ამ წლის განმავლობაში, ასევე მომავალ წლებშიც ჩატარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)