2020-11-07 12:39:55, 1421 ნახვა
მსოფლიო
გვატემალაში შტორმ „ეტას“ 150 ადამიანი ემსხვერპლა
გვატემალაში შტორმ „ეტას“ შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შტორმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში. ასევე, ათობით დაღუპულია ჰონდურასსა და ნიკარაგუაშიც.
სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი საკმაოდ მაღალია მთიან სოფლებშიც, რომელიც სულ მცირე 100-ს შეადგენს. დატბორილია ასობით სახლი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან