|
2020-11-06 23:30:36, 713 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - სააკაშვილის მივლინების ხარჯი 3-ჯერ, ხოლო მარგველაშვილის 2-ჯერ მეტი იყო
„სააკაშვილის მივლინების ხარჯი 3-ჯერ, ხოლო მარგველაშვილის 2-ჯერ მეტი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები: მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი)- 2.558.799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) - 1,599,249 $; გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) 1991954₾ (კურსი 2.1) - 948,549 $: სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) 1.335569 ₾ (კურსი 2.6) 513,680$ აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის 2-ჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა. პრეზიდენტს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წელს განულდა და და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში. ხოლო, ყველა დანარჩენი ვიზიტი განხორციელდა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)