16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 17:13:41, 574 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ,,Shadowsec International“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ და ,,Shadowsec International’’-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ მაკილვიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

,,Shadowsec International’’-ი არის ინგლისური სასწავლო კომპანია, რომელიც ინდივიდუალურ ტრენინგებს ატარებს 4 კონტინენტზე, თემაზე - საინფორმაციო უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება.

პატრიკ მაკილვის ხელმძღვანელობით, Shadowsec International-ი საქართველოში ტრენინგ ცენტრის გახნას გეგმავს, სადაც მოქალეაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გადამზადდნენ და მიიღონ საერთაშორისო სერთიფიქატები, რომლის საშუალებითაც ისინი დასაქმდებიან როგორც ამერიკაში ასევე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. გარდა ამისა, მაკივილის ორგანიზებით საქრთველოში - SNR-ის წარმომადგენლობის გახსნაც იგეგმება. SNR აკრედიტებულია გაერთიანებული სამეფოს სააკრედიტაციო სამსახურის (UKAS) მიერ, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ეროვნული აკრედიტაციის საბჭოს სერტიფიკაციის ორგანო. SNR-ი აუდიტს უკეთებს კომპანიებს და აძლევს ISO სერთიფიკატს, რაც საქართველოში მოღვაწე კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ თავიანთი საქმიანობის ეფექტურობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია საერთარისო მასშტაბით გაიტანონ.

დასაქმების სააგენტოსა და ,,Shadowsec International ’’-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის. მოსახლობის ყველა ფენის წარმომადგენლისათვის პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics