13:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 16:05:57, 640 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე

 საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მივაღწიეთ საბოლოო  შეთანხმებას 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, სსფ-სთან მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება როგორც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისე მომავალი წლის ბიუჯეტის სტრუქტურაზე.

„2021 წლის ბიუჯეტის სტრუქტურა აგებულია კვლავ ორ ძირითად მიმართულებაზე. ერთი, კვლავ მიმართული იქნება კოვიდ 19-ის შედეგად დაზარალებული სფეროებისა და ადამიანების მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ, მეორე იქნება ფისკალური სტიმული და ეკონომიკის სტიმულირება. ჩვენ, როგორც ყველას, იმედი გვქონდა, რომ მომავალი წელი მსოფლიოს მასშტაბით იქნებოდა პოსტკრიზიული წელი და შესაძლებლობა იქნებოდა საუბარი ეკონომიკის უფრო მეტ სტიმულირებაზე, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ჩვენ გვექნება, პრაქტიკულად, ისეთივე საბიუჯეტო ფილოსოფია, როგორიც იყო 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ თანხები მიიმართება იმ ზიანის კომპენსაციასა და შემსუბუქებაზე, რასაც კოვიდი ყოველდღიურად გვაყენებს და ამავე დროს, გაგრძელდება ეკონომიკის სტიმულირების პროცესი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 მისი თქმით, ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტში  გაგრძელდება.

 „ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვის შესაძლებლობა იქნება დეკემბერში, პარლამენტში, რომელსაც იმედი მაქვს, რომ დაესწრებიან ჩვენი ოპონენტები, მათი პასუხისმგებლიანი ნაწილი მაინც”, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics