|
2020-11-05 15:48:16, 523 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, შეუძლებელია, არ აისახოს ლარის კურსზე
„ამ ეტაპზე, არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან და რადიკალიზმთან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებზე ყველამ იგრძონს პასუხისმგებლობა. „ეს დაძაბულობა, ამავდროულად, ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობს, რომ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არაა რთული პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში, კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება, ასევე, ძალადობრივი გზით გადაწყვეტაზე ფარულად ან მინიშნებით საუბარი. აი, ამაზე უარის თქმა და მეორე მხრივ, მინიმალური წესების დაცვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს და კონტრიბუციას გააკეთებს, როგორც ლარის კურსის მერყეობის, ასევე, ვირუსის გავრცელების შემცირების მიმართულებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან განაცხადა, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ დამაიმედებელი. „სექტემბრის შედგები იყო საკამოდ დამაიმედებელი. ეკონომიკა შემცირდა მხოლოდ 0,7%-ით წინა წელთან შედარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი ძირითადად, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ სერიზული ფისკალური სტიმული, სახელმწიფოს არ შეუმცირებია ხარჯვითი ნაწილი და ის სწორი მიმართულებით დახარჯა. ეს ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ის საპასუხო ზომები, რაც იყო მიღებული გაზაფხულიდან დღემდე, იყო ადეკვატური, არამარტო სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, არამედ იმ კაპიტალური პროქტების გაგრძელების ნაწილშიც, რომლიც მიმდინარეობდა“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)