00:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 11:32:00, 588 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციებზე - ეს რადიკალიზაცია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

ეს რადიკალიზაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ასხამს წყალს მტრის წისქვილზე, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები მეორე ტურისთვის ემზადებიან და მათი მსვლელობები საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„ეს დღეები პირდაპირი ეთერით ვადევნებთ თვალს, რომ აწყობენ მსვლელობებს, ხვდებიან გლდანში მოქალაქეებს, ეს კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ამას არც წყარო ჭირდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს ადამიანები, ეს ჯგუფები ჩართულები არიან მეორე ტურის სამზადისში. ამას აღიარებენ თუ არ აღიარებენ ფაქტი ჯიუტია. ეს ოპოზიციური ჯგუფები, განსაკუთრებთ კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს არ აღიარებს. უგულებელყოფს ჩვენ ამომრჩეველსა და დასავლელ პარტნიორებს. ისმის შეკითხვა - ვის აწყობს ეს სცენარი? ნაცვლად იმისა, რომ ყველამ ერთიანად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე, ეს რადიკალიზაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ასხამს წყალს მტრის წისქვილზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics