23:38 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 10:20:14, 1342 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს.

გამოცემა The Guardians -ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს კი 214.

დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის, პენსილვანიისა და მიჩიგანის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად სარჩელი წარადგინა. ჯორჯია მნიშვნელოვანი საბრძოლო შტატია, სადაც ჯერ არც ერთი კანდიდატის გამარჯვება არ არის გამოცხადებული.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს 538-წევრიანი ამომრჩეველთა კოლეგია გადაწყვეტს. გამარჯვებულის გამოსავლენად კოლეგიიდან 270 ხმაა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics