15:00 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 19:04:13, 691 ნახვა

გიორგი ლომია - ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი ხმა და არჩევანი!

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია არჩევნების ტოტალურ გაყალბებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, არავის აქვს უფლება, წაგართვან არჩევანი და თითოეული ადამიანის ვალია, საკუთარი ხმებისა და უფლებების დასაცავად იბრძოლოს. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბებით შეურაცხყოფა მთელს საქართველოს მიაყენა.

ლომია მოსახლეობას ბრძოლისაკენ და 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს.

"არავის აქვს უფლება, წაგართვან არჩევანი! რატომ უნდა იბრძოლოთ ჩვენთან ერთად? საკუთარი ხმების დასაცავად ყველამ უნდა იბრძოლოს და თითოეულმა ჩვენგანმა ყოველთვის უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ საკუთარი ხმა და საკუთარი უფლებები დავიცვათ! რაც შეეხება არჩევნებს - ბუნებრივია, ყველა ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას ხმა და არჩევანი წაართვეს, პირველ რიგში საკუთარ თავთან, შემდეგ კი, ქვეყნის წინაშეა ვალდებული, წავიდეს და თავისი ხმა დაიცვას! ადამიანი, როდესაც პარტიას ხმას აძლევს, ის გარკვეულ იდეოლოგიას აძლევს ხმას და ამ არჩევანს როდესაც ართმევენ, ის ადამიანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და თავს იძულებულად თვლის, რომ გავიდეს და გააპროტესტოს ის უმსგავსობა, რასაც ხელისუფლება სჩადის! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი ხმა და არჩევანი! ბუნებრივია, რომ ჩვენი ამომრჩეველი ჩვენთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ! ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ამ არჩევნებში ხელისუფლება არ ჩაერიოს. ეს არის ძალიან მარტივი მოთხოვნა, რასაც ვითხოვთ ჩვენ და ყველა საღად მოაზროვნე თავმოყვარე ადამიანი, რომელიც არავის არ აძლევს უფლებას, რომ არჩევანი წაართვან. ხელახალ არჩევნებში ხელისუფლება ვეღარ გაბედავს გაყალბებას, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი უფრო ფხიზლად იქნება და მეტი დამკვირვებელიც ეყოლება ამ არჩევნებს! "ქართულმა ოცნებამ" მთელს საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს თვალებში შეაფურთხა და უთხრა, რომ ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებს! ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსი", ამას "ქართულ ოცნებას" არ ვაპატიებთ! ჩვენ ვებრძვით "ქართულ ოცნებას", რადგან ისინი ებრძვიან მთელს საქართველოს! ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ბრძოლით არის მოსული არაერთი ხელისუფლება, ამიტომ 7 ნოემბერს, 5 საათზე მობრძანდით ჩვენს აქციაზე თავისუფლების მოედანზე და ჩვენ გაგაცნობთ მომავალ გეგმებს! ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics