2020-11-04 15:33:52, 625 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში, წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენს 238, დონალდ ტრამპს კი 213 ხმა აქვს
აშშ-ში წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენს 238, დონალდ ტრამპს კი 213 ხმა აქვს. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან 270 დელეგატის ხმის მოპოვება.
ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად მონაცემები ცვალებადია.
კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეების ნაწილმა ხმა ფოსტის საშუალებით მისცა. ზოგიერთ შტატში, სადაც ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა ჯერ ისევ გრძელდება, საბოლოო პასუხები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან 270 დელეგატის ხმის მოპოვება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან