|
2015-09-23 14:33:18, 1048 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს საქართველოში ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, მედიკამენტების მართვის, რეგულაციებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკის შეცვლამ გამჭვირვალე, კონკურენტიანი და ხარისხიანი ფარმატოლოგიური ბაზარი უნდა უზრუნველყოს. "განსხვავებით C ჰეპატიტის პროგრამისაგან, როდესაც ჩვენ ცალსახა მოლაპარაკებები გქვონდა კონკრეტულ კომპანიასთან, კერძოდ, "გილეადთან", ახლა ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიებთან არ მიმდინარეობს, რადგან ახლა იცვლება ზოგადად პოლიტიკა, მედიკამენტების მართვის რეგულაციების და ხარისხის კონტროლის, რომლის საბოლოო ამოცანაცაა უზრუნველყოფა გამჭვირვალე, კონკურენტიანი და ხარისხიანი ფარმატოლოგიური ბაზრის და არა რომელიმე კონკრეტულ ფარმაკომპანიასთან მოლაპარაკება",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)