|
2020-11-03 19:15:07, 697 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისში გარდაცვლილი 27 წლის პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისში გარდაცვლილი 27 წლის პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. "უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ ქუთაისში კოვიდდადასტურებული 27 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ. აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმებული იქნა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და მას აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია. როგორც თქვენთვის ცნობილია, სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას", - ნათქვამია ჯანდაცვის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)