|
2020-11-03 18:23:13, 874 ნახვა
კომენტარი
ამირან გოგიტიძე ქუთაისში გარდაცვლილ გოგონაზე - გარდაცვალების დღეს დადგინდა, რომ პაციენტი კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული
„გარდაცვალების დღეს დადგინდა, რომ პაციენტი კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული“, - ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძახებისთანავე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დროულად მოახდინა პაციენტის ტრანსპორტირება კლინიკაში. „აღნიშნულ პაციენტთან გამოცხადება შემოვიდა 26 ოქტომბერს, გამოძახების მოტივი იყო მაღალი წნევა, როდესაც სამედიცინო დახმარების ჯგუფის გაგზავნის წინ დაუკავშირდა ინიციატორს ოპერატორი, მათ მიუთითეს, რომ პაციენტი უკეთ იყო და სასწრაფო დახმარების მისვლა არ იყო საჭირო. მეორე გამოძახება აღნიშნულ პაციენტთან გამოძახება დაფიქსირდა 31 ოქტომბერს ღამის საათებში. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მყისიერად გავიდა ადგილზე და მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება კლინკა „უნიქალ მედში“. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში გამოძახების მოტივი იყო სუნთქვის გაძნელება და ცხელების დიაგნოზი. სამწუხაროდ პაციენტი პირველ ოქტომბერს გარდაიცვალა. პისიარ ტესტირება გაკეთდა პაციენტზე და გარდაცვალების მომენტში დადგინდა, რომ ის იყო კოვიდ-19-ით ინფიცირებული“ , - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)