15:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 11:51:55, 517 ნახვა

საზოგადოება
თამარ სანიკიძე: კერძო სკოლიდან საჯაროში პირველკლასელების მობილობაზე შეზღუდვებია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შეფასებით,  კერძო სკოლიდან საჯაროში პირველკლასელების მობილობაზე  შეზღუდვებია.

მინისტრის თქმით, ეს ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სასწავლო დრომდე 6 წელი არ შეუსრულდათ და კერძო სკოლაშიც ამ მიზეზით შევიდნენ.

„საქმე ეხება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სწავლა დაიწყო სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღზე უფრო გვიან. ეს ეხება მხოლოდ პირველ კლასელებს. არის გარკვეული შეზღუდვა -  თუ დაწესებულება გვიან იწყებს სწავლას, პირველ კლასელების მობილობა არ განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, როგორც ხდება მეორე კლასიდან. რადგან, როდესაც დაშორება არის საგნის, ყველა დღეს მნიშვნელობა აქვს პროგრამის თვალსაზრისით. სწავლას სჭირდება ხოლმე შეფასება. შეიძლება დაჭირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ყველა დღეს მნიშვნელობა აქვს პროგრამის თვალსაზრისით. ამიტომ დისკრეციის უფლება სამინისტროს გააჩნია და მობილობა ამ რეჟმში განხორციელდება. ასევე ჩენ გვინდა ხელი შევუშალოთ იმ მექანიკურ და ხელოვნური ნაკადების მოდინებას, იგივე კერძო და საჯარო სკოლებში. რაც ნიშნავს, რომ თუ კი მშობელმა გადაწყვიტა ბავშვი მიიყვანოს კერძო სკოლაში და მეორე და მესამე დღეს  გადმოიყვანოს საჯარო სკოლაში და კერძო დაწესებულებაში შეიყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ მან სწავლა გვიან დაიწყო, ანუ ჩვენი სწავლის დაწყებამდე ბავშვს 6 წელი არ უსურულდებოდა, ეს აზიანებს კერძო სექტორს,  სადაც დაგეგმილია რესურსი, პედაგოგი, მისი ანაზღაურება, საათობრივი ბადე, სახელმწიფოდანაც მიდის იქ ვაუჩერი. ამიტომ, ასეთი ხელოვნური ნაკადების გადმოდინება სასურველი არ იქნება, არც კერძო და არც საჯარო სექტორისთვის“, - აღნიშნა სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics