|
2015-09-23 10:54:36, 489 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია დასრულდა
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია დასრულდა. პროექტი დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ, ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1998 წლის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში ინვენტარიზაცია პირველად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ტყის მართვის 10 წლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, ასევე სატყეო დარგის სპეციალისტებისთვის საქართველოს ტყეებში გავრცელებული მერქნიანი სახეობების და ტყის მავნებელ დაავადებათა შესახებ გზამკვლევი მომზადდა. პროექტი “კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული ტყის მდგრადი მართვა ბორჯომის რაიონში” ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის კვლევითი ცენტრის და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) მხარდაჭერით განხორციელდა. „პროექტი 2 წლის წინ დაიწყო და ის მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლასთან ადაპტირებული მდგრადი სატყეო მეურნეობის განვითარებას ბორჯომის და ბაკურიანის რეგიონში. დღეს ქართველ კოლეგებთან მიღებულ შედეგებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა“, - განაცხადა ავსტრიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა მიქაელ სუტერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)