|
2020-11-01 19:58:28, 501 ნახვა
უგულავა - ბაყბაყდევი ივანიშვილი ქართლის დედასა და ხალხს შორის ჩადგა
„ბაყბადევი ივანიშვილი ქართლის დედასა და ხალხს შორის ჩადგა“, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ივანიშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციის კორდონის ჩაყენება არის უკანონო ქმედება, რადგან საჯარო სივრცეში მოქალაქეებს გადაადგილების უფლება აქვს. „ივანიშვილი, რომ ჩადგა აქ ბაყბადევივით ქართლის დედასა და ადამიანს შორის, ესეც სიმბოლოა, აქ რომ ჩააყენა კორდონი. პოლიციის კორდონი იყო უკანონო, ეს არის საჯარო სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადაადგილება და პოლიციას არ აქვს მისი ჩაკეტვის უფლება“, - აცხადებს უგულავა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 საათზე, რუსთაველის მოედანზე დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, სადაც საზოგადოებამ არჩევნები 2020-ის შედეგები გააპროტესტა. აქცია ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს და დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან. გამოჩნდა პოლიციის კორდონი, რამაც ხელი შეუშალა აქციის მსვლელობას ქართლის დედის ქანდაკების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)