|
2020-11-01 17:59:45, 726 ნახვა
უგულავა - რაც გუშინ გააკეთეს, ამას შევარდნაძეც კი არ აკეთებდა
„რაც გუშინ გააკეთეს, ამას შევარდნაძეც კი არ აკეთებდა“ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციის დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილი მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი და სოციალურად მდაბიო პიროვნება. „ივანიშვილის პროპაგანდისტულ საშუალებებზე ეწერა, რომ გარეჯი საქართველოა. დიახ, მეგობრებო, გარეჯი საქართველოა, მაგრამ ივანიშვილი არაა საქართველო. ივანიშვილი არის თაღლითი, ისაა მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად მდაბიო და პერსონალურად აფერისტი, მისი ადგილი არაა პოლიტიკაში. რაც გუშინ გააკეთეს, ამას აკეთებდა ასლან აბაშიძე, ამას შევარდნაძეც კი არ აკეთებდა. ასლან აბაშიძე იღებდა და წერდა რასაც უნდოდა, ზუსტად ეს იყო გუშინდელი არჩევნები. რაც გუშინ გააკეთეს, იყო ბოლო დონის მათხოვრობა. ამიტომ მეგობრებო, თუ არ გვინდა ამ უგვანო ადამიანმა 2030-მდე ჯიჯგნოს ქვეყანა, სწორი, შეჯერებული და მტკიცე ტაქტიკა იქნება საჭირო. ესაა თაღლითების ოცნება“,- განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)