|
2020-11-01 16:34:08, 602 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნული შეფასება გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული. „თქვენთვის ცნობილია, რომ საჯარო ბრიფინგზე გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯერებელი შეფასებითი ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად საქართველომ შეძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადობის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან, ჩვენს მიერ ჩატარებული აჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული შეფასებები და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებსა და სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვიდნენ და მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. „გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ მთელ საზოგადოებას, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. საჯარო ბრიფინგზე ნათქვამი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მოელიან უკვე ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას შემდგომი რეფორმების, კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და გვსურს ჩვენი მხრიდან განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ დემოკრატიული რეფორმების შემდგომ პროცესში მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან. ეს ანგარიში გახლავთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება და მისი შედეგების აღიარება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ნათქვამია, რომ ის ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)