2020-11-01 11:12:39, 1936 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით თბილისში 10, აჭარაში 7, იმერეთში კი 7 პირი გარდაიცვალა
კორონავირუსით თბილისში 10, აჭარაში 7, იმერეთში კი 7 პირი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან