|
2015-09-23 09:23:46, 488 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ გიორგაძე: "პანორამა თბილისთან' დაკავშირებული საკითხის თავიდან ასეთი სიმწვავით წამოწევა, გაუგებარია
"პანორამა თბილისთან'' დაკავშირებული საკითხის თავიდან წამოწევა, თან ასეთი სიმწვავით, ჩემთვის გაუგებარია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, "პანორამა თბილისის" პროექტმა თავის დროზე ძალიან ბევრი ექსპერტის ხელში გაიარა და ის ღია და გამჭვირვალე განხილვების შემდეგ დაამტკიცეს. ''ერთი არის შეფასებები, მეორე განხილვის პროცესი, რომელიც გაიარა ამ პროექტმა. ყველას ჰქონდა საშუალება თავისი შენიშვნა დაეფიქსირებინა, რაც თავის დროზე გაკეთდა. მეტიც, არა უბრალოდ პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ, არამედ განხილვაში კონსტრუქციულად მონაწილეობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, პროექტთან დაკავშირებით მათი კორექტირებები იყო გათვალისწინებულიც. ახლა თავიდან ამ საკითხის წამოწევა, თან ასეთი სინმწვავით, პირადად ჩემთვის გაუგებარია'', - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)