|
2015-09-23 09:39:38, 613 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა უზრუნველყოფს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაავალა, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯების ორგანიზება გააკეთოს. ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარი გადაეცემა. "ქალბატონო თინა, მინდა გთხოვოთ, რომ დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ორგანიზება თქვენ გააკეთოთ. ასევე, მინდა ფინანსთა სამინისტროს დავავალო, რომ უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფა ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით. ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)