|
2020-11-01 01:21:37, 2147 ნახვა
ელენე ხოშტარია - უპირატესობა აქვს ოპოზიციას, ხელისუფლება კი ცდილობს შეატრიალოს პირველადი სურათი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პირველადი საარჩევნო მონაცემებით უპირატესობა აქვს ოპოზიციას. მისი თქმით, ამ ფონზე ხელისუფლება ცდილობს შეატრიალოს პირველადი სურათი. „პირველ რიგში, უნდა გამოვეხმაურო იმ პირველად მონაცემებს, რომელიც იძლევა პირველად სურათს, რომ ოპოზიციას აქვს უპირატესობა. ამ ფონზე ხელისუფლება ცდილობს, რომ შეატრიალოს ეს სურათი. მთელი ოპოზიციის მთლიანი ამოცანაა, რომ ამის საშუალება არ მივცეთ. ვხედავთ, რომ როგორც პარტიულ, ასევე მაჟორიტარულ მონაცემებში პირველადი მონაცემების ჯამით ოპოზიცია იგებს. ამიტომ, ახლა ეს საათები და წუთები ძალიან მნიშვნელოვანია. ის ინფორმაცია, რაც შემოდის ვაკეში არის ის, რომ მე მაქვს უპირატესობა და ვხედავ, რომ ცესკო აქვეყნებს კოვიდუბნის აბსოლუტურად აბსურდულ ოქმს, სადაც მხოლოდ ერთი ხმა მაქვს აღებული. ეს ფაქტობრივად აბსურდია და საერთოდ, არც ჯამდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)