|
2020-10-31 19:55:54, 553 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე კობახიძეზე - ძალიან გადაეღალათ გონება „ქართულ ოცნებაში“, დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება
ძალიან გადაეღალათ გონება „ქართულ ოცნებაში“, დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“ აპირებს ხელოვნური რიგები შექმას საარჩევნო უბნებთან 8 საათზე. „მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების ბრიფინგს და იმ ბრალდებას, რომელიც მივისმინეთ ევროპული საქართველოს მისამართით. დიახ, ქართულმა ოცნებამ გაშიფრა ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ასეულ ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, აქამდე დამალული გვყავს საიდუმლო საცავში და ზუსტად 8 საათზე გავხსნით საცავის კარს და ამ ადამიანებს მივუშვებთ უბნებთან, რათა როგები შეიქმნას ხელოსვნურად. როგორც ჩანს ძალიან გადაეღალათ გონება ქართულ ოცნებაში და დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ეს დაპირისპირება და მუდმივი დაშინება დღეს 8 საათზე უნდა დაასრულონ და ხვალიდან ერთად ვიცხოვროთ ახალ საქართველოში, ახალი შესაძლებლობებითა და პერსპექტივით. გისურვებთ ცვლილებებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)