19:22 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 14:52:42, 450 ნახვა

თამარ კორძაია - დავაფიქსირეთ კომიკური დარღვევა, გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა

„დავაფიქსირეთ კომიკური დარღვევა,  გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა“- ამის შესახებ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, მათ იცოდნენ, რომ ხელისუფლება კოვიდპანდემიით ისარგებლებდა.

„მოგესალმებით, მე პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იცავენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უფლებებს. სწორედ მათი ინფორმაციის და მუშაობის შედეგად დასტურდება ის, რასაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ხელისუფლება ამ კოვიდპანდემიით ისარგებლებდა და სწორედ ამის დასტურია კრწანისის ნომერ მეთექვსმეტე უბანზე დაფიქსირებული დარღვევა გადასატან ყუთთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება თუმცა დამნაშავე პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

იყო მცდელობა ერთიდაიგივე ადამიანების მხრიდან ხმის მეორედ მიცემის შესახებ, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა აღკვეთეს და მათ ამისთვის მადლობას ვუხდით.

დარღვევა ასევე დაფიქსირდა ხარაგაულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც და შესაბამისი გამოძიებაც დაწყებულია. 

ჩვენთვის ასევე ცნობილია კონკრეტულად ვის რამდენ თანხას უხდის „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ ხმები მოაგროვოს. 

ასევე ვიცით, რომ ხარაგაულის რამდენიმე საარჩევნო უბანი ჩაბარებული აქვს ვინმე ლაშა ტალახაძეს და ის სუსის თანამშრომელი გახლავთ.

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე მით უფრო იზრდება „ქართული ოცნების“ მხრიდან დარღვევების ფაქტები. 

ამ დროსი მონაცემებით გამოვლენილია დარღვევის 145 ფაქტი და გამოძიება ყველა შემთხვევაში დაწყებულია.

გვქონდა ისეთი კომიკური შემთხვევაც, როდესაც გარდაცვლილთა სიაში მყოფი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა“, - აცხადებს თამარ კორძაია.

„ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისში კახეთის გზატკეცილზე არსებულ 78-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს წევრს მარიკა ნაცვლიშვილს“ , - ამის შესახებ „ენმს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics