19:23 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 14:34:50, 595 ნახვა

კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ორგანიზებით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება

"ქართული ოცნების" წევრის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება

კალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ნებისმიერ დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. უზრუნველყოფილია  თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ პოლიტიკური არჩევანი.რიგ მედიასაშუალებებს აქვთ  საერთო სურათის დამახინჯების მცდელობა. ამ დროისთვის  საარჩევნო პროცესი სრულიად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

რაც შეეხება რეალურად მოსალოდნელ პროვოკაციებს და ოპონენტების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებს, ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ, ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად  ცდილობენ სიტუაციის დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის შეფერხებას. ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics