15:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 18:14:37, 506 ნახვა

საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამების საჯარო განხილვა ხვალ გაიმართება

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2016 წლის პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საჯარო განხილვას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

2016 წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის მოსახლეობას სთავაზობს შემდეგ პროგრამებს:

,,ეპიდზედამხედველობის განხორციელება, ეპიდსიტუაციის მართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა“ (ბიუჯეტი 24 250 ლარი ) ითვალისწინებს: ინფექციური და პარაზიტული დაავადებების კერის პირველად ეპიდკვლვევას, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას, ადამიანებში ჰიდროფობიის (ცოფი ადამიანებში) კონტროლს; მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებას; ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას.

,,მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში“ (ბიუჯეტი 213 980 ლარი).

მოსარგებლეები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების 1–8 კლასის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, რომელთაც ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, ოტოლარინგოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები, რეგიონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ ჰელმინთებზე ლაბორატორიული გამოკვლევა.

საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები.

,,c ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა“ (ბიუჯეტი 100 000 ლარი), რომლის მიზანია – C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი უზრუნველყოფის გზით. ღონისძიება ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკას – მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების თანაგადახდას, ასევე მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების თანაგადახდას.

,,ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“ (ბიუჯეტი 115 030 ლარი) - ხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0–200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე ორსულთა გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე – ულტრასონოგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა (თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი), ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

,, კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში „ (ბიუჯეტი 58 400 ლარი) - ითვალისწინებს მაღალმთიანი აჭარის (ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის სამედიცინო–პროფილაქტიკურ გასინჯვებს კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული გამოვლენის , დროული მკურნალობისა და მართვის მიზნით, მ.შ. რადიოლოგის მიერ ექოსკოპიური გამოკვლევები, ონკოლოგის კონსულტაცია, პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სპეციალისტების კონსულტაცია, ინსტრუმენტულ –ლაბორატორიული გამოკვლევები.

ღონისძიებით – ,, სმენის სკრინინგი ახალშობილებში„ (ბიუჯეტი 6 210 ლარი) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება მიეწოდება ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში დაბადებულ ახალშობილებს, სმენის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული გამოვლენისა და მართვის მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics