|
2020-10-31 10:34:14, 2673 ნახვა
ზაალ უდუმაშვილი - მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დარღვევები, ამის შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს შემოდის
„დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება და ამის შესახებ ინფორმაცია აქტიურად შემოდის“, - ამის შესახებ „ენმ- ძალა ერთობაშია-ს“ ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები 2020 არის უმნიშვნელოვანესი დღე და მიუხედავად იმისა რომ „ქართულ ოცნებას“ მობილიზებული ჰყავს თავიანთი წარმომადგენლები, მოსახლეობას არ ეშინია. „აქტიურად მიდიან არჩევნებზე და აძლევენ ხმას. ასეთი უპრეცენდენტო აქტივობა იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება. არის დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამის შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველ წუთს შემოდის. იმ ადგილებში სადაც იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა გადასატანი ყუთით უნდა მისცენ ხმა დაფიქსირდა დარღვევები. მაგალითად ქუთაისის 112-ე უბანზე ერთ-ერთმა პირმა მისცა ხმა და ხმის მიცემის შემდეგ მას გადასცეს თანხა, ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალა გვაქვს. კვლავ ხდება სუსის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლა. ასევე ზეწოლას ახდენენ ჟურნალისტებზე ვისაც აქვს სპეციალური „კარუსელის“ პროგრამა, რომელიც აფიქსირებს მეორედ ხმის მიცემის ფაქტებს. თუმცა მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ მათი ზეწოლა ამ პროგრამის წარმატებით მუშაობას ხელს ვერ შეუშლის, მაინც შევძლებთ ყველა უბნის გაკონტროლებას „კარუსელის“ საშუალებით. ასევე მინდა განვაცხადო რომ ზუგდიდში კაზინო „ვეგასის „ წარმომადგენლები ვინმე გია სალიას ხელმძღვანელობით ცდილობენ „კარუსელის“ განხორციელებას. კონკრეტულ პირებს ექნებათ ბეჭდები ან სამაჯურები, რომლის საშუალებითაც შევლენ საარჩევნო უბნებზე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შემდეგ მათ ხელმძღვანელობენ. გვესმის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც კარგად ესმით, რომ ამ არჩევნებში მარცხდებიან. მე მინდა მივმართო ყველა საჯარო უწყების წარმომადგენელს და ასევე კომისიის წევრებს, რომ ნებისმიერი გაყალბების მცდელობა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება კანონმდებლობით. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას მივიდეთ არჩევნებზე, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წყდება საქართველოსთვის“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)