02:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 17:32:46, 782 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადებები საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც კომიკური გახდა

„ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის იღებს ძალიან სახიფათო სახეს, რადგან ბატონი კობახიძე საუბრობს მმართველი პარტიის სახელით“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ოპოზიციას პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, კობახიძის პარტია წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს სახელმწიფოს.

„მსურს გამოვეხმაურო კიდევ ერთ გასაოცარ განცხადებას, რაც დღეს ბატონი კობახიძისგან მოვისმინეთ. ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვისაც უკვე ძალიან შემაშფოთებელ ფორმას იღებს. დღეს დილიდან შევხვდი ფაქტობრივად  ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მოვლენილია საქართველოში. კობახიძე ოპოზიციას ხან ფარული შტაბის არსებობაზე, ხან ხელკეტების მომარაგებაში ადანაშაულებს, ადრე აცხადებდნენ, რონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საბურავებს აგროვებს და ადანაშაულებენ ამბოხის დაგეგმვაში. ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ ეუბნება ქართულ საზოგადოებას, აწვდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის იღებს ძალიან სახიფათო სახეს, რადგან ბატონი კობახიძე საუბრობს მმართველი პარტიის სახელით. მისი პარტია წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს სახელმწიფოს. მისი განცხადებები კომიკური თემა გახდა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ ვემზადებით ხვალ არჩევნების დამაჯერებლად მოგებისთვის. ასეთი არის მოცემულობა დღეს ჩვენს პოლიტიკურ ვითარებაში, რომ ოპოზიცია ხვალინდელ არჩევნებს მოიგებს. ყველაფერს აქვს თავის დრო და მათ შორის „ქართული ოცნების" დრო პოლიტიკაში ამოიწურა.  პოლიტიკა ასეთია, რაც კობახიძეს როგორც ჩანს არ ესმის, ხან მოიგებ, ხან წააგებ.  წაგების შემთხვევაში სახე არ უნდა დაკარგო. ამ შემთხვევაში ცხადია, მე არ მაღელვებს „ქართული ოცნების" სახე, მაგრამ უხერხულია ჩვენი სახელმწიფოსთვის, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე მსგავს კომიკურ განცხადებებს აკეთებს" - აცხადებს სალომე სამადაშილი.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს ამომრჩევლების დაშინება.

„მე მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც რალურად არის პრობლემა. რეალური პრობლემა არის ის, რომ დღეს ხელისუფლება ძალიან აქტიურად აწარმოებს კამპანიას ამომრჩევლის დაშინების მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში და ისეთ რეგიონებში, სადაც ოპოზიციის კანდიდატები მაჟორიტარულ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად იგებენ. მიმდინარეობს დაშინება, რომ ამომრჩეველი ხვალ არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა ამომჩვეველს, თქვენი ფარულობა და არჩევანი არის სრულად დაცული, ნუ შეგეშინდებათ, ხვალ ყველა მიდით არჩევნებზე. ეს არის ერთად ერთი გზა, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ჩვენ გვიკარშირდებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები დიპლომატიური მისიებიდან  და გვეუბენბიან, რომ „ქართული ოცნება" მათ აწვდის ინფორმაციას, თითქოს ხვალ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ემზადება მრავალრიცხოვანი შემადგენლობით პარლამენტის შენობის შესაძლო შტურმისთვის. ასეთი აბსურდული ბრალდებების გავრცელება „ქართული ოცნების" მხრიდან, მხოლოდ არწმუნებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად აგებს. ჩვენ ხვალ ვემზადებით გამარჯვების აღსანიშნავად. დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიისთვის გამარჯვების აღსანიშნავად არავის არ მოფიქრებია და ცხადია რომ ამას ვერც ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო დარჩა პოლიტიკური მისიის სიცოცხლის", - განაცხადა სალომე სამადაშილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics