02:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 16:45:58, 680 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი - გაცილებით იოლია ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს

გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე  და დავიცვათ მინიმალური წესები,  სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეკავება.

„ყველა გამოსვლაში როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე ეპიდემიოლოგები იმეორებენ, რომ საუკეთესო გზა შეკავების, არის პირადი ჰიგიენის დაცვა. პირველ რიგში, ეს არის პირბადეები. შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა, პრაქტიკულად, გავდივართ ბეწვის ხიდზე.  ეპიდემიოლოგიური კუთხით, სიტუაცია  მართვადია და ეს უნდა შევინარჩუნოთ, დააახლოებით, ამ დონეზე. შემდეგ, თავისთავად, გავრცელების ტრენდი წამოვა ქვემოთ. არაფრით არ უნდა მოხდეს, რომ დღის განმავლობაში გაორმაგდეს და გასამმაგდეს ინფიცირებულების რაოდენობა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ზეწოლა იქნება გაცილებით დიდი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ, ყველა ქვეყანა შეფასდება ორი კრიტერიუმით: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება.

„სამწუხაროდ, გარდაცვალება ყველგან იქნება და რაოდენობები გაიზრდება, მაგრამ აქ საუბარია პროცენტულად, სად იქნება ყველაზე დაბალი გარდაცვალების პროცენტი  და სად იქნება ეკონომიკის ყველაზე ნაკლები დაზიანება.  ეს იქნება მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეფასდება რამდენად იყო წარმატებული ესა თუ ის მთავრობა და მასთან ერთად საზოგადოება და ქვეყანა. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენ ამ მონაცემით ვიყოთ საუკეთესო. ამისთვის აუცილებელია თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაიცვას წესები," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics