|
2020-10-30 14:43:26, 806 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, რომელსაც არჩევნების დასრულების შემდეგ გაგიმხელთ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებას, სანამ ის არ გასცდება სამართლებრივ წესებს, არაფერი ემუქრება. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს თავის მანდატში, კანონის სრული დაცვით. ამასთანავე, პრემიერი გამოეხმაურა მიმდინარე წინასაარჩევნო კვლევებს და აღნიშნა, რომ მას აქვს საკუთარი რეიტინგი, რომელსაც არჩევნების შემდგომ გაამხელს. „შეიძლება ვიღაცის ფანტაზიაში, ათასი არანორმალური გვყავს სამწუხაროდ პოლიტიკაში, ვიღაცის ფანტაზიებში რაღაც შეიძლება დაიბადოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება, მანამ სანამ, ის შეესაბამება სამართლებრივ წესებ და ნორმებს, ამას არაფერი ემუქრება, მაგრამ როგორც კი ეს გავა ზღვარს და რისკს შეუქმნის სხვა მოქალაქეებს ან შენობებს, რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებს თავის მანდატში, კანონის სრული დაცვით. სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის კონტენტი და ნარატივი იყო ცარიელი ყველანაირი შინაარსისგან. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების და პარტიების გაკეთებული. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები, მე ჩემი რეიტინგი მაქვს საკუთარი, რომელსაც მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)