02:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 14:24:33, 566 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში იყოს ლიდერი

სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით< ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„სისტემური ლოკდაუნი სახელმწიფოს მასშტაბით არ იქნება. იქნება წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად ეფექტურად დავიცავთ ელემენტარულ წესებს, პირბადეს, დისტანციას და ა.შ. მეორე ტალღაზე გამარჯვებაც ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს. პირველი ტალღის დროს და დღემდე, ჩვენს ბიზნესთან, ჩვენს მოქალაქეებთან და ეპიდემიოლოგებთან, ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში დასულია მინიმუმამდე. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში და ფართოდ რეგიონში იყოს ლიდერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics