16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 23:16:25, 362 ნახვა

კალაძე - დღეს არჩევანი უძრაობასა და განვითარებას შორის არის

„დღეს არჩევანი უძრაობასა და განვითარებას შორის არის“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კალაძემ განაცხადა.

გთავაზობთ პოლიტიკოსის სრულ განცხადებას.

„ჩვენი ერთიანი გუნდი დღეს წარმოგიდგენთ ვაკის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში, რომელიც კიდევ ერთხელ იქცევა წყალგამყოფად წარსულსა და მომავალს, უძრაობასა და განვითარებას შორის.

ეს არის არჩევნები, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მისცემს ხმას ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული მომავლისა და მეტი კეთილდღეობის სასარგებლოდ.

დღეს ჩვენმა ოპონენტებმა  გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია". ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

ჩვენი ადგილი ევროპაშია და შემთხვევით არ არის ის, რომ ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია.

მე, როგორც ქალაქის მერს, არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან უხვადაა. მეამაყება, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, ლამაზი სკვერებით, პარკებით.

არ დავიწყებ ყველა იმ პროექტის ჩამოთვლას, რაც ვაკის რაიონში განხორციელდა. თუმცა, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ინფრასტრუქტურაში არის ახალი სიტყვა და ეს არის თანამედროვე, ევროპული პროექტი, ასეთი გვინდა იყოს თბილისი. ასე უნდა იყოს მოწესრიგებული ყველა ქუჩა, ყველა გამზირი.

ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენთვის ყველა რაიონს, ქუჩას, გამზირს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მოწესრიგდეს.

რაც შეეხება ზოგადად პრობლემებს, რა თქმა უნდა, მე არ მერიდება არც ამაზე საუბარი და ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენი პრობლემაა ქალაქში. პრობლემები, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერს, იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელსაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" ჰქვია, მაქვს ამბიცია, რომ  ყველაფერი გავაკეთოთ, ვიშრომოთ 24 საათის განმავლობაში და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერში ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანია.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" , - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics