|
2015-09-22 15:35:03, 501 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ე.წ. ჭაობის უბანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ე.წ. ჭაობის უბანში მიმდინარე მიწისქვეშა საკანალიზაციო კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად პუშკინის და მის გადამკვეთ ქუჩებზე არსებული ვითარება მოინახულა, მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული სამუშაოები მოიცავს “ჭაობის“ ტერიტორიაზე წყალარინების თვითდენითი და საწნეო კოლექტორებისა და სამომხმარებლო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ ჯავახიშვილი-ჭავჭავაძე-წერეთელი-ჯორჯიაშვილი გოგებაშვილი-შავშეთი-მთისძირის ქუჩებს შორის არსებულ დასახლებას. სამუშაოები დაიწყო 2015 წლის მარტში და 2017 წლის მაისის თვეში დასრულდება. ჭაობის უბნის მოწესრიგებისთვის 16 399 965 ევროა გამოყოფილი, ხოლო ძირითადი სამუშაოებისთვის სულ 14 027 865, 33 ევრო. საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთანავე პარალელურად დაიწყება სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია და გზების მოასფალტება. პროექტში დასაქმებულია 250 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)