|
2020-10-29 18:10:56, 646 ნახვა
კომენტარი
„ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს და თქვენც ვერ შემაშინებთ“ – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ხელისუფლებას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი, ნატო გოგელია ხელისუფლებას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სატელეფონო საუბრის შინაარსზე ისაუბრა. „ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა! ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!.. იმ 9 წელში, როცა თქვენ ბუჩქებში იყავით, ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს ვერაფრის ფასად! ვამბობდი იმას, რაც იყო! ახლა, როცა იმდროინდელი დამნაშავეებით გაავსეთ გუნდი, ვერ შემაშინებთ! ეს გამორიცხულია!“, - ვკითხულობთ ჟურნალისტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)