2020-10-29 17:09:01, 1035 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დანით შეიარაღებულ თავდასხმაში ქალს თავი მოჰკვეთეს, მოკლეს სამი და დაჭრეს რამდენიმე ადამიანი.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, პოლიციამ დააკავა თავდამსხმელი. მისი ვინაობა და ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ნიცის მერმა, კრისტიან ესტროსიმ მომხდარი ფაქტი ტერორიზმად შეაფასა.
აღნიშნულ ფაქტამდე, საფრანგეთში, ქალაქ ავინიონში პოლიციის მიერ შეიარაღებული მამაკაცის მოკლვა, რომელიც მოქალაქეებს ემუქრებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეირაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმას აპირებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,