|
2020-10-29 15:43:18, 4342 ნახვა
დავით სერგეენკო - ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა
ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს საქმე მოკრძალებულად და შედეგზე ორიენტირებულად აკეთოს. „დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემთვის მართლაც განსაკუთრებით ძვირფასია ეს შეხვედრა, სადაც მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის წევრიც მეც გახლავართ და რომლის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ამ წლების განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ გუნდთან ერთად ვარ და მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ჩვენ 31 ოქტომბერს, ორ დღეში, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. დარჩება ადამიანის უფლებები, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის უფლება ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად, თუ ეს პრიორიტეტი შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენგანის ხელშია და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ 31–ში ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია. რაც შემეხება მე, ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის გადაწყვეტილებებმაც არა მარტო პოლიტიკურმა, არამედ რეალურმა მხარდაჭერამ, რეალურად გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ წლების განმავლობაში. ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. თუმცა, ეს არის ის რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას, გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლე. ასევე მინდა დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, რომელთაც მართლაც გასაოცარი, ბრწყინვალე მუშაობა, ბრწყინვალე კომპეტენცია, სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოიჩინეს და ქვეყანა გადაარჩინეს დამანგრეველი ტალღისგან და მჯერა, რომ ჩვენ ერთად დგომით დავძლევთ ნებისმიერ გამოწვევას, როგორც ჯანდაცვის სფეროში ასევე ეკონომიკურ სფეროში, რადგანაც ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, ადამიანის უფლებები, ადამიანის ჯანმრთელობა და მხარში დგომა ერთმანეთისადმი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო, ამ სამი თვის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდი პრაქტიკულად უკვე დასრულდა და ამ სამი თვის განმავლობაში მე მქონდა ასეულობით შეხვედრა საბურთალოელებთან, საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან. მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, რადგან თითოეულმა მათგანმა ძალიან ბევრი რამე მასწავლა. ის პრიორიტეტები, რაც მქონდა განსაზღვრული პარლამენტში მუშაობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამდიდრდა იმ ხედვით, რაც მე მივიღე თითოეული მოქალაქისგან და ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ყველას. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის, მზად ვარ, რომ თითოეული ის პრობლემა, თითოეული შესაძლებლობა რაც აქვს საბურთალოს რაიონს, რაც აქვს დედაქალაქს და საქართველოს გახდეს ასევე ჩემი ვალდებულება, მათზე ზრუნვა“, - განაცხადა სერგეენკომ.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)