|
2020-10-29 14:17:56, 729 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე კობახიძეზე - წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა მისი საქმე
წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა მისი საქმე, - ასე ეხმაურება „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ აღამასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად ოპოზიციური პარტიები ეცდებიან გაყალბების და დაშინების გზით მოიპოვონ ხმები. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ძარცვა და ფულის კეთებაა. „აბსოლუტური საოცრებაა უკვე მათ განცხადებებში. როგორც ჩანს, უსმენენ ყველა ჟურნალისტს. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასე არის კობახიძის საქმე. არაადეკვატური განცხადებები გვესმის. ერთხელ მაინც ამ საარჩევნო კამპანიის დროს გამოსულა და ვინმესთვის უთქვამთ რის გაკეთებას აპირებენ ქვეყანაში? ერთხელ მაინც უთქვამთ რატომ უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა? ერთადერთი მათი მიზანია ძარცვონ ქვეყანა და ფული გააკეთონ. ეს განცხადებებიც ამას მოწმობს. მგონი, ყველას ყელში ამოგვივიდა და გავისტუმროთ ეს ხალხი ოპოზიციაში, დავასვენოთ სახლებში. ნაჭამი ბევრი აქვთ და იმ ნაჭამის ცოტა დაბრუნება მოუწევთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)