13:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 15:23:39, 538 ნახვა

საზოგადოება
80-იანი წლების შემდეგ სახელმწიფო სანიველირე ქსელის აღდგენა საჯარო რეესტრის ძალისხმევით დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო სანიველირე ქსელის  რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაასრულა.

80-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში პირველად ტარდება სამუშაოები სანიველირო ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე სააგენტომ სანიველირო ქსელის რეპერების მოკვლევის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, სანიველირე ქსელის 2000-მდე წერტილის მოძიება და მათი მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რეპერებისა და მარკების დიდი ნაწილი განადგურებული ან დაზიანებულია. საჯარო რეესტრის პროექტიც სწორედ მის აღდგენას და გამართულ ფუნქციონირებას ისახავს მიზნად.

პროექტის მომდევნო ეტაპი სანიველირე ქსელის წერტილებისთვის  ადგილების შერჩევას, ამ ადგილებზე გეოდეზიური მარკების დამაგრებას და უშუალოდ ქსელის მუშაობის აღდგენას  მოიცავს. გეოდეზიური მარკების ადგილმდებარეობა გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმყოფილებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი შედარებით დაცულ ადგილებში განთავსდეს და წლების განმავლობაში დაუზიანებლად შენარჩუნდეს.  პროექტის მეორე ეტაპზე საჯარო რეესტრის სპეციალისტებს კონსულტაციებს შვედი ექსპერტებიც გაუწევენ.

სახელმწიფო სანიველირე ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს. ეს სისტემა კი  დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე  ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის  ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას.

ქვეყანაში ქსელის გამართული ფუნქიონირება მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისთვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და  სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სანიველირე წერტილების აღნიშვნა ქართული გეოდეზიური მარკებით მოხდება. ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის, რუსული წარწერებია განთავსებული.  მარკების დამაგრების შემდეგ მათი კოორდინატების განსაზღვრა და სანიველირე ქსელის ელექტრონული კატალოგის მომზადებაც მოხდება.

სახელმწიფო სანიველირე ქსელი და მასზე დაფუძნებული სიმაღლური მოდელი საინჟინრო საქმიანობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი სიზუსტით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი მთაგორიანია. სანიველირე ქსელის გამართული ფუნქციონირება  დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისთვისაც აუცილებელია.

საქართველოს მასშტაბით სანიველირე ქსელის  რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics