|
2020-10-29 12:55:15, 655 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: სასიხარულოა, რომ ავიაკომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოში ტურიზმისა და ფრენების აღდგენის პერსპექტივას
„სასიხარულოა, რომ საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივას, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივას, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება მყისიერად და იქნება ეტაპობრივად, მაგრამ ეს უკვე აძლევს საშუალებას, მაგალითად, Wizz Air-ს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში კვლავ აღადგინოს ბაზა საქართველოში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გამო, ავიაკომპანიებს, მათ შორის Wizz Air-ს, ბევრ ქვეყანაში მოუწია ფრენების შეწყვეტა და ბაზების შემცირება. „ეს იყო პანდემიიდან გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ავიაკომპანია, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყეთ ხელი, 2016 წელს შემოვიყვანეთ და გავაფართოვეთ მისი ფრენები, ხედავს ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას და აცხადებს, რომ გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, ბაზა საქართველოში აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)