|
2020-10-29 12:53:25, 822 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ატიურად გრძელდება. ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უბანში მაცხოვრებელი ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. „ქალაქ ბოლნისი გერმანელმა კოლონისტებმა დაარსეს და ვცდილობთ ჩვენს ქალაქს კატარინენფელდის დროინდელი იერსახე დავუბრუნოთ. ამიტომ ქალაქის მასშტაბით ქუჩებზე ქვაფენილების დაგება აქტიურად მიმდინარეობს. მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის ორი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, პროექტი დროულად შესრულდა, ამიტომ „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ ნებართვით, წინა სამუშაოების ეკონომიის ხარჯზე, უბნების მოწყობის მესამე ეტაპი დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზდება და აქ ცხოვრება კომფორტული ხდება. ამ ორი უბნის მოწყობა შემდეგ წელს სრულად დასრულდება“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)