|
2020-10-29 12:47:11, 519 ნახვა
ირაკლი კობახიძე - „ენმ“ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებას, საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიცია 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებსა და მედიასაშუალებებს გააცნო რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციუილ გეგმები. „ჩვენ საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებსა და მედიასაშუალებებს რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას რადიკალური ოპოზიციის იმ გეგმების შესახებ, რომელთა მიზანი საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებაა. ამჯერად, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს უკავშირდება: - პირველი, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით - გარდა ამისა, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა - ასევე, იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის
- იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ
ეს არის ის ძირითადი დესტრუქციული ქმედებები და მათი ჩამონათვალი, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღისათვის აქვს მოაზრებული. შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებების უმეტესობას ისინი წინა არჩევნებზეც მიმართავდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში მათ რეალურად ჩრდილი ვერ მიაყენეს საარჩევნო პროცესს. გარდა ზემოაღნიშნულისა, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებენ ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს. ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი" და „ტვ პირველი". მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას", რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ ნაცმოძრაობის მიერ არჩევნების დღეს დანიშნულ აქციას, რომლის მიზანი მათ მიერ წინასწარ დაანონსებული „ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების გაპროტესტებაა. გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად აღნიშნულ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, ლევან ვაშალომიძე გეგმავს გაავრცელოს ინფორმაცია სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. „ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი. „ქართული ოცნების" რეიტინგი 55-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს. ამასთან, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ჩამოსცდება ნაცმოძრაობა 19 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო ანტიევროპული საქართველო - 4 პროცენტიან ნიშნულს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)