|
2020-10-29 11:40:23, 862 ნახვა
რეგიონი
ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩხოროწყუს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის. დღეიდან, ჩხოროწყუს სრულიად ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. 2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღში, ბორჯომსა და ანაკლიაში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება: წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)